Google Play-ს მომსახურების პირობები
2023 წლის 15 მარტი (დაარქივებული ვერსიის ნახვა)
1. შესავალი
მოქმედი პირობები. გმადლობთ, რომ სარგებლობთ Google Play მომსახურებით. Google Play წარმოადგენს მომსახურებას, რომელსაც გიწევთ კომპანია Google LLC (შემდგომში „Google“ ან „ჩვენ“) მდებარე მისამართზე 1600 Amphitheatre Parkway, Mountain View, California 94043, USA. თქვენ მიერ Google Play-თ და მისი საშუალებით ხელმისაწვდომი სხვა აპლიკაციებით, სისტემური სერვისებით, თამაშებით, ფილმებით, წიგნებით, ჟურნალებით და სხვა ციფრული კონტენტით და მომსახურებით (შემდგომში „კონტენტი“)სარგებლობა (მათ შორის Android მყისიერი აპლიკაციებით) ექვემდებარება Google Play-ს წინამდებარე მომსახურების პირობებს („Play-ს პირობები“) და Google-ის მომსახურების პირობებს („„Google-ის პირობები“) (შემდგომში ერთად „პირობები“). Google Play წარმოადგენს „მომსახურებას“, როგორც ეს განმარტებულია Google-ის პირობებში. Play-ს პირობებსა და Google-ის პირობებს შორის შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება Play-ს პირობებს.
2. თქვენ მიერ Google Play-თ სარგებლობა
კონტენტზე წვდომა და მისი გამოყენება. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ Google Play იმისათის, რომ დაათვალიეროთ, იპოვოთ, იხილოთ, დაუკრათ სტრიმინგის მეშვეობით ან ჩამოტვირთოთ კონტენტი თქვენი მობილური ტელეფონის, კომპიუტერის, ტელევიზორის, სმარტ-ვოჩის ან სხვა, შესაბამისი მხარდაჭერის მქონე მოწყობილობისთვის (შემდგომში „მოწყობილობა“). Google Play-ს გამოსაყენებლად, თქვენ დაგჭირდებათ მოწყობილობა, რომელიც აკმაყოფილებს სისტემურ და თავსებადობის მოთხოვნებს შესაბამისი კონტენტისთვის, მოქმედი ინტერნეტ-კავშირი და თავსებადი პროგრამული უზრუნველყოფა. კონტენტის და ფუნქციათა ხელმისაწვდომობა ცვალებადია ქვეყნების მიხედვით. შესაბამისად შესაძლოა თქვენ ქვეყანაში არ იყოს ხელმისაწვდომი სრული კონტენტი ან ყველა ფუნქცია. შესაძლოა დაშვებული იყოს ზოგიერთი კონტენტის გაზიარება ოჯახის წევრებთან. კონტენტი შესაძლოა შემოთავაზებული იყოს Google-ის მიერ ან მოწოდებული იყოს მესამე მხარის მიერ, რომელიც Google-თან აფილირებული არ არის. Google არ აგებს პასუხს და რეკომენდაციას არ უწევს Google Play-ში განთავსებულ ნებისმიერი სახის კონტენტს, რომელიც თავად Google-ს მიერ არ არის შემოთავაზებული.
ასაკობრივი შეზღუდვები. იმისათვის, რომ ისარგებლოთ Google Play-თ, თქვენ უნდა გაგაჩნდეთ მოქმედი Google ანგარიში (შემდგომში „Google ანგარიში“), რაზეც ვრცელდება შემდეგი ასაკობრივი შეზღუდვები. თუ თქვენს ქვეყანაში არასრულწლოვნად ითვლებით, თქვენ უნდა მიიღოთ თქვენი მშობლის ან კანონიერი მეურვის ნებართვა, რომ გამოიყენოთ Google Play და დაეთანხმოთ მის პირობებს. თქვენ უნდა დაემორჩილოთ ნებისმიერ დამატებით ასაკობრივ შეზღუდვას, რომელიც შეიძლება ვრცელდებოდეს Google Play-ს გარკვეული კონტენტით ან ფუნქციებით სარგებლობაზე. ოჯახის ჯგუფის მმართველები და ოჯახის წევრებიც ვალდებულნი არიან დაიცვან ეს დამატებითი მოთხოვნები.
მესამე მხარის მოსაკრებელი. თქვენ ვალდებული ხართ თავად დაფაროთ მესამე მხარეების მიერ დადგენილი ნებისმიერი მოსაკრებელი და წვდომის საფასური (მაგალითად ინტერნეტ პროვაიდერის ან მობილური ოპერატორის ტარიფები) კონტენტისა და Google Play-თ სარგებლობასა და ნახვასთან დაკავშირებით.
განახლებები. Google Play, მასთან დაკავშირებული მხარდაჭერის ბიბლიოთეკები ან კონტენტი შესაძლოა საჭიროებდეს განახლებას, მაგალითად, შეცდომების აღმოსაფხვრელად, გაძლიერებული ფუნქციებისთვის, დანამატების ჩამოსატვირთად და ახალი ვერსიების გადმოსაწერად (ერთობლივად „განახლებები“). ამგვარი განახლებები შესაძლოა აუცილებელი იყოს Google Play-თ სარგებლობის ან კონტენტზე წვდომის, მისი ჩამოტვირთვისა და გამოყენებისთვის. წინამდებარე პირობებზე დათანხმებით და Google Play-ს გამოყენებით, თქვენ ასევე ეთანხმებით ასეთი განახლებების ავტომატურად მიღებას. შესაძლებელია, რომ Google Play-ს პარამეტრების მეშვეობით თქვენ მართოთ გარკვეული კონტენტის განახლებები. ამის მიუხედავად, თუ ჩაითვლება, რომ გარკვეული განახლება აღმოფხვრის კონტენტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კრიტიკულ სისუსტეს ან კრიტიკულ ფუნქციონალურ ხარვეზს, ან თავიდან აიცილებს ბოროტად გამოყენებას, განახლება შესაძლოა განხორციელდეს Google Play-ში ან თქვენს მოწყობილობაზე დაყენებული განახლების პარამეტრების მიუხედავად. თუ თავდაპირველად Google Play-დან ჩამოტვირთული კონტენტის განახლებას სხვა აპლიკაციის მაღაზია შეეცდება, შესაძლოა მიიღოთ გაფრთხილება, ან ასეთი განახლებები საერთოდ არ განხორციელდეს.
ინფორმაცია თქვენ შესახებ. Google-ის კონფიდენციალურობის დებულებაში ახსნილია, თუ როგორ ვამუშავებთ თქვენ პერსონალურ მონაცემებს და ვიცავთ კონფიდენციალურობას თქვენ მიერ Google Play-ს გამოყენებისას. Google-ს შესაძლოა დასჭირდეს პროვაიდერებისთვის ისეთი პირადი ინფორმაციის მიწოდება, როგორიცაა თქვენი სახელი და ელფოსტის მისამართი იმისათვის, რომ დამუშავდეს თქვენი ტრანზაქცია ან თქვენ მოგეწოდოთ კონტენტი. პროვაიდერები თანხმობას აცხადებენ გამოიყენონ ასეთი ინფორმაცია მათი კონფიდენციალურობის დებულების შესაბამისად.
თუ თქვენ ხართ Google Play-ზე არსებული ოჯახის ჯგუფის წევრი, თქვენი ოჯახის ჯგუფში შემავალ ოჯახის წევრებს შეეძლებათ დაინახონ თქვენ შესახებ გარკვეული ინფორმაცია. თუ თქვენ ხართ Google Play-ზე არსებული ოჯახის მმართველი, ის ოჯახის წევრები, რომელსაც თქვენ გაუგზავნით მოსაწვევს ოჯახის ჯგუფში გაწევრიანებაზე, შეძლებენ დაინახონ თქვენი სახელი, ფოტო და ელფოსტა. თუ თქვენ გაწევრიანდებით ოჯახის ჯგუფში ოჯახის ერთ-ერთ წევრად, სხვა წევრებს შესაძლებლობა ექნებათ დაინახონ თქვენი სახელი, ფოტო და ელფოსტა. თქვენი ოჯახის მმართველს ასევე შეუძლია დაინახოს თქვენი ასაკი და შესყიდვების ისტორია, რომელსაც განახორციელებთ ოჯახური გადახდის საშუალებად განსაზღვრული გადახდის მეთოდით, მათ შორის შესყიდული კონტენტის აღწერა. თუ კონტენტი ხელმისაწვდომია ოჯახური გაზიარებისათვის და თქვენ მას გაუზიარებთ ოჯახის ჯგუფს, თქვენი ოჯახის ყველა წევრს ექნება წვდომა კონტენტზე და ნახავს, რომ თქვენ ის შეიძინეთ.
ანგარიშებზე არაავტორიზებული წვდომა. თქვენ უსაფრთხოდ უნდა შეინახოთ ანგარიშის დეტალები და არ გაუზიაროთ ის მესამე პირებს. თქვენ არ გაქვთ უფლება Google Play-ს მეშვეობით შეაგროვოთ ან ამოიღოთ Google Play-ს ან Google-ის ნებისმიერი სხვა მომსახურების მომხმარებლის ნებისმიერი სახის პერსონალური მონაცემი, მათ შორის ანგარიშის სახელები.
გათიშული ანგარიშები. თუ Google დაბლოკავს თქვენს ანგარიშზე წვდომას მომსახურების პირობების შესაბამისად (მაგალითად, თქვენ მიერ მომსახურების პირობების დარღვევის გამო), თქვენ შესაძლოა შეგეზღუდოთ Google Play-ზე, თქვენი ანგარიშის დეტალებზე ან თქვენ ანგარიშზე დაცულ ნებისმიერ ფაილსა თუ კონტენტზე წვდომა. გთხოვთ, ეწვიოთ დახმარების ცენტრს დამატებითი ინფორმაციისთვის. თუ თქვენ ხართ Google Play-ს ოჯახის ჯგუფის მმართველი და Google თქვენს ანგარიშზე წვდომას შეზღუდავს, თქვენი ოჯახის წევრებმა შესაძლოა დაკარგონ წვდომა იმ საოჯახო ფუნქციებზე, რომელსაც ოჯახის ჯგუფი სჭირდება, როგორიცაა საოჯახო გადახდის მეთოდი, საოჯახო გამოწერები ან ოჯახის წევრების მიერ გაზიარებული კონტენტი. თუ თქვენ ხართ Google Play-ში არსებული ოჯახის ჯგუფის წევრი, Google-ის მიერ თქვენი ანგარიშის დაბლოკვის შემთხვევაში თქვენი ოჯახის წევრები დაკარგავენ თქვენ მიერ მათთვის გაზიარებულ კონტენტზე წვდომას.
მავნე პროგრამებისგან დაცვა. იმისთვის, რომ დაგიცვათ ისეთი საფრთხეებისგან, როგორიცაა არაკეთილსინდისიერი მესამე მხარეების პროგრამული უზრუნველყოფა, სხვადასხვა URL და მსგავსი უსაფრთხოების რისკებისგან, Google-მა შესაძლოა მიიღოს ინფორმაცია თქვენი მოწყობილობის ქსელის კავშირების, პოტენციურად საზიანო URL-ების, ოპერაციული სისტემის და თქვენს მოწყობილობაზე Google Play-დან ან სხვა წყაროებიდან დაინსტალირებული აპლიკაციების შესახებ. Google-მა შესაძლოა გაგაფრთხილოთ, თუ ის რომელიმე აპლიკაციას ან URL-ს ჩათვლის რისკების შემცველად, ან ამოშალოს ან დაბლოკოს მისი თქვენს მოწყობილობაზე ინსტალაცია, თუ ის დანამდვილებით საზიანოა მოწყობილობების, მონაცემების ან მომხმარებლებისთვის. თქვენი სურვილისამებრ, შეგიძლიათ გათიშოთ დაცვის ზოგიერთი მექანიზმი თქვენი მოწყობილობის პარამეტრებიდან. თუმცა, Google-მა შესაძლოა გააგრძელოს თქვენ მიერ Google Play-ს მეშვეობით დაინსტალირებული აპლიკაციების შესახებ ინფორმაციის მიღება და თქვენ მიერ სხვა წყაროებიდან დაინსტალირებული ყველა აპლიკაცია შესაძლოა გაანალიზდეს მუდმივად მათი უსაფრთხოების დადასტურების მიზნით, ინფორმაციის Google-ისთვის გაგზავნის გარეშე.
Android მყისიერი აპლიკაციები. თქვენი მოწყობილობიდან ბმულზე გადასვლისას, Google Play-მ შესაძლოა შეამოწმოს, არსებობს თუ არა შესაბამისი მყისიერი აპლიკაცია (მყისიერი აპი) და თუ ასეა, გახსნას მოცემული ბმული მყისიერ აპში. ნებისმიერი კოდი, რომელიც ასეთი აპლიკაციის გარკვეული ნაწილის გასაშვებადაა საჭირო, ჩამოიტვირთება და დროებით შეინახება თქვენს მოწყობილობაზე. მყისიერი აპის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვას Google Play Store-ში შეძლებთ. Android მყისიერი აპების მონაცემები და პარამეტრები სინქრონიზდება იმ მოწყობილობებზე, რომლებზეც თქვენი Google ანგარიშით ხართ შესული. Android მყისიერი აპების გათიშვა, სურვილის შემთხვევაში, თქვენი მოწყობილობის პარამეტრებშია შესაძლებელი.
ამ პირობათა ცვლილებები. Play-ს პირობებში ცვლილების შემთხვევაში თქვენ მოგეწოდებათ სულ მცირე 30 დღიანი წინასწარი შეტყობინება და ახალი Play-ს პირობები ძალაში შევა მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდეგ. თუ თქვენ აგრძელებთ Google Play-თ სარგებლობას აღნიშნული შეტყობინების ვადის ამოწურვის შემდეგ, ჩაითვლება, რომ თქვენ თანხმობა განაცხადეთ ახალ Play-ს პირობებზე. ახალი Play-ს პირობები გავრცელდება თქვენს მთელ კონტენტზე (მათ შორის წარსულში შეძენილ ან დაინსტალირებულ კონტენტზე) და ნებისმიერ სამომავლო შესყიდვაზე ან ინსტალაციაზე. თუ თქვენ არ ეთანხმებით ცვლილებებს, თქვენ გექნებათ საშუალება ჩამოტვირთოთ ადრე შეძენილი ან ინსტალირებული კონტენტი და შეწყვიტოთ Google Play-თ სარგებლობა. თქვენ უფლება გექნებათ გააგრძელოთ თქვენ მოწყობილობაზე ასეთი კონტენტის ასლების ნახვა Play-ს პირობების იმ ძველი ვერსიის შესაბამისად, რომელზეც თანხმობა გქონდათ გაცხადებული.
3. შეძენა და გადახდა
უფასო კონტენტი. Google-მა შესაძლოა ნება დაგრთოთ, უსასყიდლოდ ჩამოტვირთოთ, იხილოთ ან გამოიყენოთ კონტენტი Google Play-ში. უფასო კონტენტზე თქვენ წვდომაზე და მის გამოყენებაზე შესაძლოა ვრცელდებოდეს გარკვეული სახის დამატებითი შეზღუდვები.
კონტენტის შეძენა. Google Play-ში ან მისი გამოყენებით კონტენტის შეძენისას, თქვენ დებთ ნასყიდობის დამოუკიდებელ კონტრაქტს გამყიდველთან წინამდებარე პირობების საფუძველზე (შესაბამის შემთხვევაში). გამყიდველი შეიძლება იყოს:
(ა) Google Commerce Limited; ან
(ბ) კონტენტის პროვაიდერი (შემდგომში „პროვაიდერი“), მათ შორის იმ შემთხვევებში, როდესაც კომპანია Google Commerce Limited მოქმედებს, როგორც პროვაიდერის აგენტი.
ნასყიდობის დამოუკიდებელი კონტრაქტი ფორმდება წინამდებარე პირობებზე დამატებით.
ისეთი გაყიდვებისთვის, როდესაც Google მოქმედებს, როგორც პროვაიდერის აგენტი, Google-ის მომსახურების პირობებში მოყვანილი განცხადება, რომ Google-ის მომსახურების პირობები „არ ქმნის მესამე მხარეებისათვის ბენეფიციულ უფლებებს“ არ ვრცელდება თქვენ მიერ Google Play-ს მოხმარებაზე.
შეძენისა და კონტენტის გამოყენების კონტრაქტი შესრულებულია მაშინ, როცა მიიღებთ Google-ისგან ელფოსტას, რომელიც თქვენ მიერ კონტენტის შეძენას ადასტურებს, ამ კონტრაქტის ამოქმედება კი შეძენის შესრულებისთანავე დაიწყება.
წინასწარი შეკვეთები. როდესაც თქვენ განათავსებთ წინასწარ შეკვეთას რაიმე კონტენტისთვის, თქვენი კონტრაქტი ასეთი კონტენტის ყიდვაზე და გამოყენებაზე ჩაითვლება დადებულად, როდესაც თქვენ მოგეცემათ წვდომა კონტენტზე და გადაიხდით კონტენტის საფასურს. თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ წინასწარი შეკვეთა ნებისმიერ დროს იმ მომენტამდე როდესაც თქვენ მოგეცემათ წვდომა კონტენტზე. თქვენ მოგიწევთ კონტენტის გაუქმება თუ კონტენტს ამოიღებენ Google Play-ს გაყიდვიდან თქვენთვის წვდომის მინიჭებამდე. ჩვენ უფლებას ვიტოვებთ გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა იმ შემთხვევაში, თუ კონტენტის ფასი შეიცვლება თქვენი შეკვეთის შესრულებამდე.
საოჯახო ანგარიშსწორების მეთოდი. თუ თქვენ ხართ Google Play ოჯახის ჯგუფის მმართველი, თქვენ ვალდებული ხართ შექმნათ ოჯახური ანგარიშსწორების მეთოდი თქვენი ოჯახის წევრებისათვის, იმისათვის, რომ მათ შეძლონ Google Play-ს მეშვეობით კონტენტის შეძენა და აპს-შიდა შენაძენების განხორციელება. თქვენ პასუხს აგებთ თქვენი ოჯახის ყველა წევრის მიერ საოჯახო ანგარიშსწორების მეთოდით განხორციელებულ კონტენტის შესყიდვაზე. თუ მოხდება საოჯახო ჯგუფის წაშლა ან რომელიმე წევრი დატოვებს ოჯახის ჯგუფს, თქვენ შეიძლება მოგთხოვონ ოჯახის წევრების მიერ საოჯახო ანგარიშსწორების მეთოდით განხორციელებული მიმდინარე შესყიდვებისათვის ანგარიშწორება.
Google Payments. კონტენტის Google Play-ს მეშვეობით შესაძენად, თქვენ უნდა გქონდეთ Google ანგარიშსწორების ანგარიში და დაეთანხმოთ Google-ის ანგარიშსწორების მომსახურების პირობებს.Google Payments კონფიდენციალურობის შეტყობინება მოქმედებს ყოველთვის, როცა კონტენტს ყიდულობთ თქვენი Google ანგარიშსწორების ანგარიშით. Google Play-ს მეშვეობით განხორციელებულ თქვენი Google Payments ანგარიშის ყველა შენაძენის ანგარიშსწორებაზე მთლიანად თქვენ ხართ პასუხისმგებელი.
ანგარიშსწორების სხვა მეთოდები. Google Payments-თან ერთად, Google-მა შესაძლოა შემოგთავაზოთ ანგარიშსწორების სხვადასხვა მეთოდი, რათა გაგიადვილდეთ კონტენტის შეძენა Google Play-ს საშუალებით. თქვენ ვალდებული ხართ დაემორჩილოთ ნებისმიერ პირობას და წესს, ან სხვა კანონიერ შეთანხმებას Google-თან ან ნებისმიერ მესამე მხარესთან, რომელიც აწესრიგებს თქვენს მიერ კონკრეტული ანგარიშსწორების მეთოდის წესს. Google-ს უფლება აქვს დაამატოს ან წაშალოს ანგარიშსწორების მეთოდები თავისი შეხედულებისამებრ. მხოლოდ თქვენ აგებთ პასუხს იმ თანხებზე, რომლის გადახდის ვალდებულება გეკისრებათ Google Play-ს საშუალებით შეძენილ პროდუქციაზე.
წვდომა მობილური ოპერატორის ანგარიშსწორებაზე. იმისათვის, რომ დადგინდეს შესაძლებელია თუ არა, რომ თქვენს მიერ მოწყობილობის საშუალებით შეძენილი კონტენტის საფასური პირდაპირ გაიქვითოს თქვენი მობილური ოპერატორის ანგარიშიდან, როდესაც შექმნით Google Play ანგარიშს მოწყობილობაზე, ჩვენ გავაგზავნით თქვენი მოწყობილობის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას, მაგალითად აბონენტის ნომერის და SIM ბარათის სერიულ ნომერს, თქვენ მობილურის ოპერატორთან. ამისათვის თქვენ თანხმობა უნდა განაცხადოთ ქსელის პროვაიდერის მომსახურების პირობებზე. ქსელის პროვაიდერს უფლება ექნება ჩვენ გამოგვიგზავნოს ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული თქვენი მისამართი. ჩვენ შევინახავთ და გამოვიყენებთ ამ ინფორმაციას Google-ის კონფიდენციალურობის დებულებების და Google Payments-ის კონფიდენციალურობის შეტყობინება თანახმად.
ტარიფები. კონტენტის ფასები და Google Play-ში მისი ხელმისაწვდომობა შესაძლოა შეიცვალოს ნებისმიერ დროს შესყიდვის დასრულებამდე.
გადასახადები.„გადასახადები“ ნიშნავს ნებისმიერ მოსაკრებელს, საბაჟო გადასახადს, საბაჟო მოსაკრებელს, ბეგარას და გადასახადს (საშემოსავლო გადასახადის გარდა) მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ჯარიმის ან საურავის ჩათვლით. თქვენ აგებთ პასუხს ყველა გადასახადზე და ვალდებული ხართ გადაიხადოთ კონტენტის საფასური ყოველგვარი დაქვითვის გარეშე. იმ შემთხვევაში თუ კონტენტის გამყიდველი ან Google ვალდებულია გადაახდევინოს მომხმარებელს ან თავად გადაიხადოს გადასახადი, ასეთი გადასახადები თქვენ დაგეკისრებათ. თქვენ ვალდებული ხართ დაემორჩილოთ ყველა საგადასახადო კანონს, მათ შორის Google Play-თ სარგებლობიდან ან მისი საშუალებით კონტენტის შეძენიდან გამომდინარე დეკლარირებასთან და გადასახადების გადახდასთან დაკავშირებით. თქვენ გეკისრებათ დეკლარირების და გადასახადების გადახდის ვალდებულება.
ყველა გაყიდვა საბოლოოა. იხილეთ Google Play-ს ანაზღაურების დებულება დამატებითი ინფორმაციის სანახავად თქვენი უფლებების შესახებ, რომ უარი თქვათ, გააუქმოთ ან დააბრუნოთ შენაძენები ანაზღაურების სანაცვლოდ. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც Google-ის პირობებში, Google Play-ს ანაზღაურების დებულებებში ან პროვაიდერის ანაზღაურების დებულებებში ცალსახად აღნიშნულია საწინააღმდეგო, ყველა გაყიდვა საბოლოოა და შენაძენების დაბრუნება, გამოცვლა ან თანხის ანაზღაურება დაუშვებელია. იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერ ტრანსაქციაზე დაკმაყოფილდება თქვენი მოთხოვნა პროდუქციის გამოცვლაზე, დაბრუნებასა ან თანხის ანაზღაურებაზე, ტრანსაქცია შესაძლოა გაუქმდეს და თქვენ დაკარგავთ იმ კონტენტზე წვდომას, რომელიც ამ ტრანსაქციით შეიძინეთ.
გამოწერები. გამოწერების საფასური ავტომატურად იჭრება ბილინგის ყოველი პერიოდისათვის (იქნება ეს კვირეული, ყოველთვიური, წლიური თუ სხვა პერიოდზე გათვლილი) და შესაბამისი თანხა ჩამოგეჭრებათ თითოეული ბილინგის პერიოდის დაწყებამდე არა უადრეს 24 საათისა.
(ა) საცდელი პერიოდები. ფასიანი კონტენტის გამოწერისას, თქვენ შესაძლოა უფასოდ მიიღოთ წვდომა გამოწერილ ფუნქციებზე კონკრეტული საცდელი პერიოდით, რომლის ამოწურვის შემდეგაც თქვენ ჩამოგეჭრებათ თანხა იმ დრომდე, სანამ არ გააუქმებთ გამოწერას. თანხის ჩამოჭრის თავიდან ასაცილებლად, თქვენ უნდა გააუქმოთ გამოწერა საცდელი პერიოდის დასრულებამდე. საცდელი პერიოდის გაუქმებისას, თქვენ დაუყოვნებლივ დაკარგავთ წვდომას კონტენტზე ან ნებისმიერ გამოწერის ფუნქციაზე, თუ საწინააღმდეგო პირობა არაა შეთანხმებული. ასეთ საცდელ პერიოდებზე წვდომა თითოეული მომხმარებლისთვის შეზღუდულია საცდელი პერიოდების გარკვეული რაოდენობით დროის გარკვეულ მონაკვეთში, ან სხვა შეზღუდვებით.
(ბ) გაუქმება.თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ გამოწერა ნებისმიერ დროს შესაბამისი ბილინგის პერიოდის დასრულებამდე, როგორც ეს აღწერილია დახმარების ცენტრში, და გაუქმება გავრცელდება შემდეგ პერიოდზე. მაგალითად, თუ თქვენ შეძენილი გაქვთ ყოველთვიური პაკეტი, თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ გამოწერა ნებისმიერ დროს ნებისმიერი თვის განმავლობაში და გამოწერა გაუქმდება იმ დროს მიმდინარე ბილინგის პერიოდის დასრულებისას. თქვენ არ აგინაზღაურდებათ მიმდინარე ბილინგის პერიოდი გარდა შემთხვევებისა, რომელიც მოცემულია Google Play-ს ანაზღაურების დებულებაში (მაგალითად როდესაც კონტენტი არის წუნდებული).
(გ) ფასდაკლება ბეჭდური გამოცემების გამომწერებისთვის. პერიოდული გამოცემების ზოგიერთმა პროვაიდერმა შესაძლოა ნება დაგრთოთ, Google Play-ში შეიძინოთ ამ პერიოდული კონტენტის გამოწერა ფასდაკლებით, თუ თქვენ უკვე გამოწერილი გაქვთ მათი ბეჭდური გამოცემა. თუ თქვენ გააუქმებთ იმ ბეჭდური პერიოდული გამოცემის გამოწერას, ან ამ გამოწერას ამოეწურება ვადა და მას არ განაახლებთ, Google Play-ში ამავე გამოცემის ელექტრონული ვერსიის გამოწერის თქვენთვის ფასდაკლებული ტარიფი ავტომატურად გაუქმდება.
(დ) ფასის მატებები. გამოწერის შეძენის დროს, თავდაპირველად თქვენ ჩამოგეჭრებათ იმ ტარიფის შესაბამისი თანხა, რომელი მოქმედებს თქვენ მიერ გამოწერაზე დათანხმებისას. თუ გამოწერის საფასური მოგვიანებით გაიზრდება, Google ამის შესახებ გაცნობებთ. საფასურის გაზრდა გავრცელდება შეტყობინების მომდევნო გადახდაზე, იმ პირობით, რომ თქვენ, სულ მცირე, გადახდამდე 10 დღით ადრე გეცნობებათ შესაბამისი ცვლილების შესახებ. თუ ასეთი შეტყობინება მოგეწოდათ გადახდამდე 10 დღეზე ნაკლებ ვადაში, ფასის მატება გავრცელდება მხოლოდ მომდევნო გადახდის შემდეგ გადახდაზე. თუ არ გსურთ გამოწერისთვის გაზრდილი საფასურის გადახდა, თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ გამოწერა წინამდებარე პირობების „გაუქმების“ სექციაში აღწერილი წესების მიხედვით და თქვენ აღარ ჩამოგეჭრებათ გამოწერის საფასური, იმ პირობით, რომ თქვენ ამის შესახებ მიმდინარე ბილინგის პერიოდის ამოწურვამდე შეგვატყობინებთ. როცა პროვაიდერი გამოწერის საფასურს ზრდის და საჭიროა შესაბამისი თანხმობა, Google-მა შეიძლება გააუქმოს თქვენი გამოწერა თუ თქვენ ახალ საფასურს არ დაეთანხმებით. თუ გამოწერას გააუქმებთ და მოგვიანებით ხელახლა გამოწერას გადაწყვეტთ, თქვენზე გავრცელდება იმ დროისთვის მიმდინარე გამოწერის ტარიფი.
4. უფლებები და შეზღუდვები
კონტენტის გამოყენების ლიცენზია. ტრანსაქციის დასრულებისას ან კონტენტის შესაბამისი საფასურის გადახდის შემდგომ, თქვენ გენიჭებათ არაექსკლუზიური უფლება, მხოლოდ წინამდებარე პირობებში და მასთან დაკავშირებულ დებულებებში მოცემული ნებართვის ფარგლებში, რომ შეინახოთ, იხილოთ, გამოიყენოთ და გამახორციელოთ შესაბამისი კონტენტის ასლების ჩვენება თქვენს მოწყობილობაზე ან მინიჭებული უფლებების ფარგლებში, მხოლოდ პირადი, არაკომერციული მიზნებისათვის. Google ინარჩუნებს ყველა უფლებას, საკუთრების უფლებას თუ ინტერესს Google Play-ზე და კონტენტზე, რომელიც პირობების მიხედვით თქვენ არ გენიჭებათ ცალსახად. თქვენ მიერ აპლიკაციებისა და თამაშების გამოყენება შესაძლოა დარეგულირდეს თქვენსა და პროვაიდერს შორის გაფორმებული საბოლოო მომხმარებლის სალიცენზიო შეთანხმების დამატებითი წესებითა და პირობებით.
სალიცენზიო პირობების დარღვევა. თუ თქვენ დაარღვევთ წინამდებარე პირობების ნებისმიერ მუხლს, ლიცენზიით თქვენთვის მონიჭებული უფლებები დაუყოვნებლივ გაუქმდება, ხოლო Google-მა შესაძლოა დაბლოკოს თქვენი წვდომა Google Play-ზე, შესაბამის კონტენტზე ან თქვენს Google ანგარიშზე, თანხის ანაზღაურების გარეშე.
შეზღუდვები: თქვენ გეკრძალებათ:
- აჩვენოთ კონტენტი (ნაწილობრივ ან მთლიანად) საჯარო შესრულების ფარგლებში, მიუხედავად იმისა, ეს ჩვენება უფასოა თუ არა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა (ა) ასეთი გამოყენება არ წარმოადგენს საავტორო უფლებების ან რომელიმე შესაბამისი კანონის დარღვევა, ან (ბ) ცალსახად ნებადართულია და მხოლოდ მითითებული ფორმით.
- გაყიდოთ, გააქირაოთ, ხელახლა გაავრცელოთ, განახორციელოთ მაუწყებლობა, გადასცეთ, მოახდინოთ კომუნიკაციის გზით გაზიარება, შეცვალოთ, მოახდინოთ ქვე-ლიცენზირება, გადასცეთ ან გადააბაროთ ნებისმიერი კონტენტი ნებისმიერ მესამე მხარეს, მათ შორის ის კონტენტი, რომელიც ჩამოტვირთულია Google Play-ს მეშვეობით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ცალსახად ნებადართულია და მხოლოდ მითითებული ფორმით.
- გამოიყენოთ Google Play ან ნებისმიერი კონტენტი სტრიმინგის ჩამოტვირთვის თუ ჩაწერისთვის ან მსგავსი ფუნქციების მქონე პროგრამულ უზრუნველყოფასთან ერთად, რათა ჩაიწეროთ ან დააკოპიროთ ნებისმიერი კონტენტი, რომელზეც სტრიმინგ-ფორმატში გაგაჩნიათ წვდომა.
- გამოიყენოთ კონტენტი ნებისმიერი მომსახურების შემადგენელ ნაწილად გაზიარების, თხოვების ან პირთა ჯგუფის მიერ მოხმარების გზით, ან ნებისმიერი სხვა დაწესებულების მიზნებისთვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ცალსახად ნებადართულია და მხოლოდ მითითებული ფორმით.
- თავად ეცადოთ, დაეხმაროთ, ნება მისცეთ ან წაახალისოთ სხვები, რომ გვერდი აუარონ, გათიშონ ან დაძლიონ ნებისმიერი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ფუნქცია ან კომპონენტი, რომელიც იცავს, აფერხებს ან სხვაგვარად ზღუდავს წვდომას Google Play-ში განთავსებულ ნებისმიერ კონტენტზე.
- ამოშალოთ ნებისმიერი ჭვირნიშანი, ეტიკეტი ან სხვა სამართლებრივი თუ საკუთრების აღმნიშვნელი შეტყობინება, რომელიც განთავსებულია კონტენტში, ან ეცადოთ შეცვალოთ Google Play-ს მეშვეობით მოპოვებული ნებისმიერი კონტენტი, რაც მოიცავს ისეთ ცვლილებებს, რომლებიც მიზნად ისახავს კონტენტის მესაკუთრის ან წყაროს შესახებ მანიშნებლების შენიღბვას ან შეცვლას.
მესამე მხარის დებულებები. მესამე მხარის დებულებები. წინამდებარე პირობებში მოცემული ნებისმიერი საწინააღმდეგო დებულების მიუხედავად, მესამე მხარეები, რომლებიც თავიანთ კონტენტზე ლიცენზიას გადასცემენ Google-ს ამ პირობების მიხედვით წარმოადგენენ ბენეფიციარ მესამე მხარეებს მხოლოდ იმ კონკრეტულ დებულებებთან მიმართებაში, რომელიც პირდაპირ ეხება მათ კონტენტს (შემდგომში „მესამე მხარის დებულებები“) და მხოლოდ იმ მიზნით, რომ ასეთმა მესამე მხარეებმა შეძლონ მათი უფლებების დაცვა კონტენტთან მიმართებაში. ყოველგვარი ეჭვის თავიდან აცილების მიზნით, ამ პირობებში მოცემული არც ერთი დებულება არ ანიჭებს ბენეფიციარი მესამე მხარის უფლებებს ნებისმიერ მხარეს ისეთ დებულებებთან მიმართებაში, რომელიც სცდება მესამე მხარის დებულებებს, რაც მოიცავს, შეზღუდვის გარეშე, ნებისმიერ დებულებებს ან შეთანხმებებს, რომელიც წინამდებარე პირობებში ინკორპორირებულია მითითების ძალით, ან რომელიც შეიძლება იქნას ინკორპორირებული მითითების გარეშე.
Google Play-ს დებულებები. Google Play-ში მიმოხილვების განთავსება ექვემდებარება შემდეგ დებულებებს. თუ გნებავთ განცხადების წარდგენა კონტენტის მიერ სხვების უფლებების დარღვევაზე ან რაიმე სხვა სახის დარღვევაზე, დააწკაპუნეთ აქ.
წუნდებული კონტენტი. როცა კონტენტი თქვენი ანგარიშის მეშვეობით გახდება ხელმისაწვდომი, თქვენ უნდა შეამოწმოთ კონტენტი შესაძლებისდაგვარად სწრაფად, რათა დარწმუნდეთ რომ ის მუშაობს და გამართულად ასრულებს მითითებულ ფუნქციებს. თქვენ უნდა შეგვატყობინოთ ჩვენ ან პროვაიდერს, შეძლებისდაგვარად სწრაფად, თუ რამე შეცდომას ან დეფექტს აღმოაჩენთ. იხილეთ Google Play-ს ანაზღაურების დებულება დამატებითი ინფორმაციისთვის.
კონტენტის წაშლა ან დაბლოკვა. პირობების შესაბამისად, თქვენ მიერ შეძენილი ან დაინსტალირებული კონტენტი ხელმისაწვდომია თქვენთვის Google Play-ს მეშვეობით თქვენ მიერ შერჩეული პერიოდისათვის, ქირავნობის შემთხვევაში, და სხვა შემთხვევებში იმ ვადით, რა ვადითაც Google-მა ხელმისაწვდომი გახადა აღნიშნული კონტენტი თქვენთვის. ზოგ შემთხვევაში (მაგალითად იმ შემთხვევაში თუ Google დაკარგავს უფლებას კონტენტზე ან მომსახურებას ან კონტენტს ამოიღებენ ბრუნვიდან, არის რაიმე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების რისკი ან ადგილი აქვს მოქმედი პირობების ან კნონის დარღვევას), Google-ს უფლება აქვს წაშალოს თქვენი მოწყობილობიდან ან წვდომა შეგიწყვიტოთ კონკრეტულ კონტენტზე რომელიც თქვენ შეძენილი გაქვთ. ისეთი კონტენტის შემთხვევაში, რომელიც შეძენილი გაქვთ კომპანიისგან Google Commerce Limited, თქვენ შეიძლება მოგეწოდოთ შეტყობინება წაშლაზე ან წვდომის შეწყვეტაზე, თუ ეს შესაძლებელია. თუ თქვენ ვერ შეძლებთ ასეთი კონტენტის ასლის ჩამოტვირთვას მის წაშლამდე ან წვდომის შეწყვეტამდე, Google-მა შეიძლება შემოგთავაზოთ (ა) კონტენტის ჩანაცვლება, თუ ეს შესაძლებელია; ან (ბ) კონტენტის საფასურის სრული ან ნაწილობრივი ანაზღაურება. თუ Google აგინაზღაურებთ თანხას, აღნიშნული ანაზღაურება იქნება თქვენი ერთად-ერთი ხელმისაწვდომი ზომა.
რამდენიმე ანგარიში. თუ თქვენ რამდენიმე Google ანგარიში გაქვთ მომხმარებლის სხვადასხვა სახელით, ზოგიერთ შემთხვევაში შეგეძლებათ კონტენტის ერთი ანგარიშიდან მეორეზე გადატანა, იმ პირობით, რომ თქვენ ხართ ორივე ანგარიშის მესაკუთრე, Google-ს კი ჩართული აქვს შესაბამისი მომსახურების ფუნქცია, რომელიც კონტენტის ამგვარად გადატანის უფლებას იძლევა.
მოწყობილობებზე წვდომის შეზღუდვები. Google-მა შესაძლოა დროდადრო დააწესოს რაოდენობრივი შეზღუდვა იმ მოწყობილობების ან პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციების მხრივ, რომლითაც თქვენ წვდომა გაქვთ კონტენტზე. გთხოვთ, იხილოთ Google Play Movies & TV/Google TV-ს მოხმარების წესები დამატებითი ინფორმაციისთვის ამ შეზღუდვების შესახებ Google Play Movies & TV/Google TV-სთვის.
რისკის შემცველი აქტივობები. რისკის შემცველი აქტივობები. არცერთი მომსახურება ან კონტენტი არ არის გათვლილი ბირთვული დაწესებულებების, სიცოცხლის უზრუნველსაყოფი სისტემების, საგანგებო მდგომარეობათა კომუნიკაციის სისტემების, საჰაერო ხომალდების ნავიგაციის ან კომუნიკაციის სისტემების, საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემების ან ნებისმიერი მსგავსი აქტივობის განსახორციელებლად, რა შემთხვევებშიც მომსახურებების ან კონტენტის გაუმართაობამ შესაძლოა გამოიწვიოს სიკვდილი, პირადი ტრავმა ან მძიმე ფიზიკური ზიანი ან გარემოს დაზიანება.
Google Play Movies & TV/Google TV. თქვენ მიერ Google Play Movies & TV/Google TV კონტენტის წვდომასთან დაკავშირებით უფრო დეტალური ინფორმაციისა და შეზღუდვებისათვის იხილეთ Google Play Movies & TV/Google TV-ს მოხმარების წესები.