„მხიარული მათემატიკა“ ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის. დღეს შემცირდა ასაკი, საიდანაც ბავშვები თვითგანათლებას იწყებენ. ინტერნეტში განთავსებული ინტერაქტიული საგანმანათლებლო რესურსების ან სულაც კომპიუტერული თამაშების საშუალებით ბავშვები სულ პატარაობიდანვე იწყებენ დამოუკიდებლად სწავლას.
წინამდებარე აპლიკაციაში მარტივი ანიმაციებითა და ვიზუალური მინიშნებების საშუალებით ბავშვებს შეუძლიათ მათემატიკასთან დაკავშირებული ძირითადი კონცეფციების (დათვლა, მეტობა-ნაკლებობა, მიმატება-გამოკლება და ა.შ.) გააზრება და მათი შესწავლა. რესურსი შედგება ორი ნაწილისგან - ვიზუალური განმარტებებისა და სახალისო სავარჯიშოებისაგან.
আপডে’ট কৰা তাৰিখ
১৩-০১-২০২৩