Life Patterns-ში, თქვენი პატარა ჯგუფი მიიღებს ავთენტურ, მარტივ და ადვილად რეპროდუცირებად (ან განმეორებად თუ თვალსაჩინო?) ნიმუშებს ცხოვრებისათვის, როგორც იესოს მოწაფეები, გაკვეთილების გეგმებისა და ბიბლიური მონაკვეთების დახმარებით. როცა ერთმანეთზე ზრუნავთ, აღმოაჩენთ ღვთის პრინციპებსა და პრაქტიკებს, გამოიყენებთ იმას, რასაც ისწავლით, განიცდით ღვთის ყოფნას და სხვებს უზიარებთ - თქვენ დაიწყებთ სხვა ადამიანებს დაეხმაროთ ჯგუფების ჩამოყალიბებაში, რათა მათაც ერთად გაიზარდონ თავიანთ საცხოვრებელ ოთახში.
მცენარეების სასიცოცხლო ციკლით შთაგონებული, ეს საერთო მოგზაურობა იყოფა ოთხ კატეგორიად: დასაწყისი, გაგრძელება, ზრდა და დაგროვება. ისინი ეხმარებიან თითოეულ ჯგუფს იპოვონ ადგილი, რომ დაიწყონ და ერთად გაიზარდონ. ყოველი მოგზაურობა ყოფს შეხვედრას სამ საკომუნიკაციო ნაწილად, რომელსაც შეუძლია წარმართოს ჯგუფის ნებისმიერი წევრი. ჩვენ მოუთმენლად დაველოდებით, სანამ თქვენ განიცდით, თუ როგორ უკავშირდება ერთი კვირის შეხვედრა მეორე კვირას, რათა დაგეხმაროთ ზრდაში. ეს არის ცხოვრების ნიმუში!
ამ აპლიკაციის სასწავლო მასალები გასაგებია ყველასთვის, რელიგიური გამოცდილების მიუხედავად - გაიზარდეთ ეკლესიაში თუ პირველად განიცდით ღვთის სიტყვას. თქვენ შეგიძლიათ მარტივად იპოვოთ სასწავლო მასალა, რომელიც შეესაბამება თქვენი ჯგუფის დონეს პირველივე დღიდან და შეგიძლიათ გაიზარდოთ ერთად.