გამოსცადე შენი ყურადღება და დატკბი შეჯიბრის სიამოვნებით Fun Differences-თან ერთად!
Fun Differences არის გონების გასავარჯიშებელი თამაში, სადაც წინსვლისთვის უნდა იპოვო განსხვავებები ორ სურათს შორის. ყოველი დონის სურათებში დამალულია 5 განსხვავება—იპოვე ყველა და გახსენი ახალი, საინტერესო გამოწვევები! თამაშს აქვს ათასობით სხვადასხვა სურათი და ფოტო, რომლებშიც ათიათასობით განსხვავებაა ჩამალული. ყველა აუცილებლად იპოვის თავის გემოვნებაზე რაღაცას! გარდა ამისა, არსებობს ათასზე მეტი განსხვავებული დონე, თითოეული წინაზე უფრო რთული და უფრო საინტერესო. ყველა მათგანის დასრულება მხოლოდ საუკეთესოებს შეუძლიათ!
ათასობით მოთამაშე მთელი მსოფლიოდან და მუდმივი ტურნირები დაკავებულს გაგხდის. იპოვე განსხვავებები, დააგროვე ქულები ყოველი დასრულებული დონისთვის და აიწიე ლიდერბორდზე. გამოსცადე შენი ყურადღება, იპოვე დამალული საგნები, შეაგროვე მთელი კოლექცია და განავითარე თავსატეხების ამოხსნის უნარი!
ურთულესი დონეების დასასრულებლად და ყველა განსხვავების მოსაძებნად შეგიძლია მინიშნებების გამოყენება. დამატებითი მინიშნებებისთვის გამოიყენე კრისტალები. კრისტალებს იღებ დონეების დასრულებისას, ან პოულობ უფასო ზარდახშებში. მეტი კრისტალის მისაღებად ყოველდღე შემოდი თამაშში ან გატეხე საბავშვო ბანკი!
ითამაშე უფასოდ, იპოვე განსხვავებები რეკლამების გარეშე და ნებისმიერ მოწყობილობაზე! სათამაშოდ ბევრი დრო არ გჭირდება—თამაში დაგეხმარება მოდუნებაში და შესანიშნავი საშუალება იქნება შენი ყურადღების გამოსაცდელად.
მახასიათებლები:
ათასზე მეტი საინტერესო დონე!
მუდმივი ტურნირები და რეალურ დროში განახლებადი ლიდერბორდი!
რეკლამების და სავალდებულო გადახდების გარეშე!
ყოველდღიური ბონუსები ყოველი დასრულებული დონისთვის!
მინიშნებები შენი შედეგის გასაუმჯობესებლად!