ილუსტრირებული წიგნი „იესო ქრისტე - უფალი ჩვენი და მაცხოვარი“ სამენოვანი პარალელური ქართულ-ინგლისურ-რუსული მოთხრობების კრებულია, რომელიც სახარების ციტატებისა და თავისუფალი თხრობის ორიგინალურ კომპოზიციას წარმოადგენს. ქართული თარგმანი, შესრულებული რუსულიდან როინ კონჯარიას მიერ და გაფორმებული დავით პოპიაშვილის ნახატებით, გამოქვეყნდა 2002 წელს. მოგვიანებით ეს ტექსტი რუსულიდან ინგლისურად თარგმნა ანა-ლენა ჰანსენმა. ამავე დროს, შეიქმნა წიგნის სამენოვანი აუდიო ვერსია. წარმოდგენილი აპლიკაცია იძლევა საშუალებას უშუალოდ ონლაინ რეჟიმში მოუსმინოთ აუდიოჩანაწერს ან ჩამოტვირთოთ თქვენს მოწყობილობაში. მოთხრობებს შორის გადაადგილდებით მარჯვნივ ან მარცხნივ გადაფურცვლის გზით. აპლიკაციის მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა ფერით მონიშნოს სახერების მუხლები, განათავსოს სანიშნები, გააკეთოს პესონალური ჩანაწერები და აგრეთვე ნახოს აპლიკაციის მოხმარების ისტორია.