სერგია ერისთავი ოხუნჯობანი მცირე ტანის ბროშურაა
წინათ თბილისის ქუჩებში ხშირად შეხვდებოდით წარმოსადეგ, სასიამოვნო გარეგნობის მაღალს, ხმელ-ხმელი ტანის სიმპათიურ მამაკაცს, რომელიც ბუნებრივად მიიქცევდა თქვენს ყურადღებას, თავისი ჩაცმულობით. მაშინ უკვე იშვიათად თუ ვინმე ატარებდა ქალაქში ჩოხა-ახალუხს. ეს გახლდათ ოხუნჯობითა და ენამახვილობით განთქმული სერგი ერისთავი, რომელსაც ხალხი სასიყვარულოდ სერგიას ეძახდა.
Date de mise à jour
19 apl 2023