გრიგოლ ხანძთელი, ქართველი სასულიერო მოღვაწე და მწერალი, ტაო-კლარჯეთის სამონასტრო მშენებლობის ორგანიზატორი.
გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება და მოღვაწეობა ვრცლად აღწერა გიორგი მერჩულემ.
გრიგოლ ხანძთელი დაიბადა, ქართლის ერისთავის ნერსე II-ის კარზე მყოფ, წარჩინებული გვარის ოჯახში. აღიზარდა მამიდამისის — ნერსე ერისთავის მეუღლის მიერ.
თავისი დროისათვის გრიგოლმა ბრწყინვალე განათლება მიიღო.
იზრდებოდა ქრისტიანული წესებით, იცავდა მარხვას, არ ეკარებოდა ღვინოსა და ხორცს, დადიოდა სამონაზვნო კაბაში და იმყოფებოდა განმარტოებით, რის გამოც მას დაყუდებული შეარქვეს.
Oxirgi yangilanish
26-avg, 2024