ღმერთების ომი: უკვდავები

2011 • 110 წუთი
R
შეფასება
ეს ერთეული ხელმისაწვდომი არ არის.

ამ ფილმის შესახებ

ღმერთების ომი: უკვდავები — რეჟისორ ტარსემ სინგჰის კინოფილმი. ჟანრი ფენტეზი, სათავგადასავლო და მძაფრ-სიუჟეტიანი ფილმი. მთავარ როლებში მონაწილეობენ: ჰენრი კეველი, ფრიდა პინტო და მიკი რურკი. ფილმის პრემიერა გაიმართა 2011 წლის 11 ნოემბერს.
ახალგაზრდა თესევსი უბრალო გლეხია, რომელიც დედასთან ერთად ცხოვრობს ერთ-ერთ სოფელში ზღვის სანაპიროსთან. იგი მამაცია და კარგად ფლობს საბრძოლო ხელოვნებას. იგი მეომრად გამოზარდა ადგილობრივმა მოხუცმა, რომელმაც მას ასწავლა ხმლისა და ფარის ფლობა. თესევსის დედა ხშირად სტუმრობს ადგილობრივ ტაძარს, თუმცა თესევსს არცთუ ისე სწამს ღმერთების. ამასობაში ძალაუფლების წყურვილით შეპყრობილ მეფეს ჰიპერიონს ადამიანების განადგურება და ღმერთების დამარცხება სურს. ჰიპერიონმა ომი გამოუცხადა ღმერთებს და მათ სდებდა ბრალს მისი ოჯახის სიკვდილში. მას სურს მოძებნოს ეპირული მშვილდი, რომელიც გაკეთებული იყო ომის ღმერთის არესის მიერ და ათასწლიანი პატიმრობიდან გაათავისუფლებს ტარტაროსის მთებში გამომწყვდეულ ტიტანებს. ჰიპერიონის ხალხი ნელ-ნელა იპყრობს ელადას და ერთ-ერთ ტაძარს, სადაც ეპირული მშვილდი ინახება და თესევსი ერთადერთია, რომელსაც მისი დამარცხება შეუძლია.
რეჟისორმა განაცხადა, რომ აპირებს შექმნას ვიზუალური შედევრი ეკშენის სახით, შესრულებული რენესანსის ეპოქის სტილში.
რეიტინგი
R