ლედი და მაწანწალა

2019 • 103 წუთი
PG
შეფასება
ეს ერთეული ხელმისაწვდომი არ არის.

ამ ფილმის შესახებ

„ლედი და მაწანწალა" — 2019 წლის გაცოცხლებული მიუზიკლის ჟანრის რომანტიკული ფილმი, რომლის რეჟისორია ჩარლი ბინი, სცენარის ავტორი ანდრიუ ბუჰალსკი და კარი გრანულდი და წარმოებულია Walt Disney Pictures-ის მიერ. ფილმი წარმოადგენს უოლტ დისნეის 1955 წლის ამავე სახელწოდების ანიმაციური ფილმის გაცოცხლებულ ვარიანტს. ფილმში მონაწილე პერსონაჟებს ახმოვანებენ: ტესა ტომპსონი, ჯასტინ თეროუქსი, ჯანელ მონაი და სამუელ ელიოტი. ფილმში გამოდიან მსახიობები: თომას მანი, კირსი კლემონსი, ივეტე ნიკოლ ბრაუნი, ფარიდ მარი აბრაამი, ადრიან მარტინეზი და კენ ჯონგი.
ლედი და მაწანწალა გამოვიდა 2019 წლის 12 ნოემბერს, Disney+-ზე, რითაც ის დისნეის პირველი ფილმი გახდა, რომელიც თეატრალურად არ გამოსულა. ფილმმა კრიტიკოსებისგან არაერთგვაროვანი შეფასება მიიღო. ისინი მეტწილად აქებდნენ მსახიობთა შესრულებებს და გახმოვანებებს, მაგრამ აკრიტიკებდნენ ვიზუალურ ეფექტებს და სცენარს.
რეიტინგი
PG