ქალბატონი შურისძიება

2005
R
შეფასება
ეს ერთეული ხელმისაწვდომი არ არის.

ამ ფილმის შესახებ

ქალბატონი შურისძიება — 2005 წლის სამხრეთ კორეული ფსიქოლოგიური თრილერი, რომლის რეჟისორია პარკ ჩან-ვუკი. ფილმი მისი „შურისძიების ტრილოგიის“ პირველ ნაწილს წარმოადგენს, რომლის შემდგომი ნაწილებია: „პატივისცემა ბატონი შურისძიების მიმართ“ და „ოლდბოი“. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალის შესახებ, იგი ციხეში მკვლელობის ბრალდებით იჯდა, რომელიც მას არ ჩაუდენია. სასჯელის მოხდის შემდეგ იგი შურს იძიებს რეალურ მკვლელზე.
ფილმის პრემიერა 2005 წლის 29 ივლისს სამხრეთ კორეაში შედგა და ამავე წლის სექტემბერში ვენეციის 62-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ოქროს ლომის მოპოვებისთვის იბრძოდა. ფილმმა აღნიშნული ჯილდოს მოპოვება ვერ შეძლო, თუმცა კონკურსგარეშე სექციაში ყველაზე ინოვაციური ფილმის ჯილდო მიიღო. აგრეთვე ლურჯი დრაკონის კინოდაჯილდოებაზე გაიმარჯვა საუკეთესო ფილმის კატეგორიაში. აშშ-ში ფილმის პრემიერა 2005 წლის 30 სექტემბერს ნიუ-იორკის კინოფესტივალზე შედგა.
რეიტინგი
R