ცამეტი

2006 • 93 წუთი
ეს ერთეული ხელმისაწვდომი არ არის.

ამ ფილმის შესახებ

ცამეტი — გელა ბაბლუანის კინოფილმი დაწერილი და გადაღებული 2005 წელს. ეს ფილმი ბაბლუანის სრულმეტრაჟიანი ფილმის სარეჟისორო დებიუტი იყო. ფილმი ასევე დებიუტი გახდა რეჟისორის ვაჟი გიორგი ბაბლუანისთვის, რომელიც პროტაგონისტი სებასტიანის როლს ასრულებს. ფილმი გადაღებულია შავ-თეთრად, ნუარის სტილში, სიუჟეტი თანდათან იძაბება და კულმინაციას მთავარ სცენაში აღწევს. ზოგიერთი კრიტიკოსის შედარებით ეს ნამუშევარი ამერიკელი რეჟისორი დევიდ ფინჩერის სტილს წააგავს. თბილისში ფილმის პრემიერა 2006 წლის 11 მაისს მოეწყო. თავად ბაბლუანმა გადაიღო ფილმის ფერადი გადამუშავებული ვერსია 13, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სემ რაილიმ, მიკი რურკმა და ჯეისონ სტეტჰემმა.