ენოლა ჰოლმზი

2020
PG-13
შეფასება
ეს ერთეული ხელმისაწვდომი არ არის.

ამ ფილმის შესახებ

„ენოლა ჰოლმზი“ — 2020 წლის ამერიკული მისტიკური ჟანრის ფილმი, რომელიც დაფუძნებულია ნენსი სპრინგერის ამავე სახელწოდების სერიის პირველ წიგნზე. ფილმის სიუჟეტი ვითარდება შერლოკ ჰოლმზის თინეიჯერი დის — ენოლა ჰოლმზის გარშემო. ფილმის რეჟისორია ჰარი ბრედბირი, სცენარი ეკუთვნის ჯეკ თორნს, პროდიუსერები არიან მერი პერენტი, ალექს გარსია, ალი მენდესი, პეიჯ ბრაუნი და მილი ბობი ბრაუნი, რომელიც აგრეთვე მთავარი პერსონაჟის, ენოლა ჰოლმზის როლს ასახიერებს. ფილმში მეორეხარისხოვან როლებს ასრულებენ ჰენრი კევილი, სემ კლაფლინი, ჰელენა ბონემ კარტერი, ადილ ახტარი, ფიონა შოუ, ფრენსის დე ლა ტური, ლუი პარტრიჯი და სუზი ვოკომა.
2020 წლის აპრილში ფილმის დისტრიბუციაზე უფლება კომპანია Netflix-მა მოიპოვა. „ენოლა ჰოლმზი“ გამოვიდა 2020 წლის 23 სექტემბერს.
ფილმმა მიიღო დადებითი შეფასებები კრიტიკოსებისგან, რომლებმაც მაღალი შეაფასება მისცეს ბრაუნის შესრულებას. საერთო განხილვების საიტ Rotten Tomatoes-ზე მისი საერთო რეიტინგი 92% შეადგენს.
რეიტინგი
PG-13