ბრაზიანი ჩიტები 2

2019 • 96 წუთი
PG
შეფასება
ეს ერთეული ხელმისაწვდომი არ არის.

ამ ფილმის შესახებ

ბრაზიანი ჩიტები 2 — 2019 წლის კომპიუტერული ანიმაციური კომედიური ფილმი, რომელიც დაფუძნებულია Rovio Entertainment– ის Angry Birds-ის ვიდეო თამაშების სერიაზე. ფილმი წარმოებულია Columbia Pictures, Rovio Animation, და Sony Pictures Animation მიერ და მისი დისტრიბუტორია Sony Pictures Releases. ფილმი ბრაზიანი ჩიტების გაგრძელებას წარმოადგენს, რეჟისორი იყო ტუროპ ვან ორმანი, ხოლო თანაავტორი ჯონ რაისი. ფილმის სცენარზე იმუშავეს პიტერ აკერმანმა, ეიალ პოდელმა და ჯონატონ ე სტიუარტმა. პირველი ფილმის მსგავსად ფილმში გამხმოვანებლად მონაწილეობენ მსახიობები: ჯეისონ სუდეიკისი, ჯოშ გადი, დენი მაკბრაიდი, მაია რუდოლფი, ტონი ჰეილი, ბილ ჰადერი და პიტერ დინკლიჯი. წინა ფილმისგან განსხვავებით ბრაზიანი ჩიტები 2 -ში მონაწილეობა მიიღეს მსახიობებმა: ლესლი ჯოუნის, რეიჩელ ბლუმი, აუკუაფინა, სტერლინგ ბრაუნი, ევგენი დერბეზი, ჯოჯო სივა და ბრუკლინ პრინცი. ფილმში ჩიტები იძულებულნი ხდებიან ღორებს შეუერთდნენ, როდესაც მანამდე უცნობ მესამე კუნძულზე მცხოვრები არსებები საფრთხეს უქმნიან როგორც ფრინველების, ასევე ღორების კუნძულებს.
ბრაზიანი ჩიტები-ის გაგრძელებაზე მუშაობა დაიწყო 2016 წლის აგვისტოში.
რეიტინგი
PG