შავი ავაზა

2018 • 120 წუთი
PG-13
შეფასება
ეს ერთეული ხელმისაწვდომი არ არის.

ამ ფილმის შესახებ

შავი ავაზა — 2018 წლის ამერიკული სუპერგმირული ფილმი, დაფუძნებული Marvel Comics-ის ამავე სახელწოდების პერსონაჟზე, რომელიც აწარმოა Marvel Studios-მა, ხოლო დისტრიბუცია გაუწია Walt Disney Studios Motion Pictures-მა. იგი არის Marvel-ის კინოსამყაროს რიგით მე-19 ფილმი. რეჟისორია რაიან კუგლერი, რომელიც ჯო რობერტ კოულთან ერთად ფილმის სცენარისტიცაა. მონაწილეობენ: ჩედვიკ ბოუზმანი, მაიკლ ბაკარი ჯორდანი, ლუპიტა ნიონგ’ო, დანაი გურირა, მარტინ ფრიმენი, დენიელ კულუია, ლეტიშა რაიტი, უინსტონ დიუკი, ანჯელა ბასეტი, ფორესტ უიტეკერი და ენდი სერკისი.
1992 წელს ფილმზე მუშაობის სურვილი უესლი სნაიპსმა გამოთქვა, მაგრამ პროექტის შექმნის ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. 2005 წლის დეკემბერში Marvel Studios-მა „შავი ავაზა“ იმ ათ ფილმის სიაში შეიყვანა, რომელიც უნდა ეწარმოებინა, ხოლო დისტრიბუცია გაეწია Paramount Pictures-ს. 2011 წელს სცენარისტად აიყვანეს მარკ ბეილი, ხოლო ფილმი ოფიციალურად დაანონსდა 2014 წელს, სადაც მთავარ როლს შეასრულებდა ჩედვიკ ბოუზმანი, რომელიც თავდაპირველად გამოჩნდა „კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომში“. 2016 წელს დაიქირავეს კოული და კუგლერი. „შავი ავაზა“ Marvel-ის პირველი ფილმია, სადაც მსახიობთა და გადამღებთა ჯგუფის წევრების უმეტესი ნაწილი შავკანიანებისაგან შედგება.
რეიტინგი
PG-13