საზიზღარი მე 2

2013 • 98 წუთი
PG
შეფასება
ეს ერთეული ხელმისაწვდომი არ არის.

ამ ფილმის შესახებ

„საზიზღარი მე 2“ — 2013 წლის ამერიკული კომპიუტერული ანიმაციური სათავგადასავლო კომედიური ფილმი, რომელიც აწარმოა Illumination Entertainment, ხოლო დისტრიბუცია გაუწია Universal Pictures-მა. იგი არის ანიმაციური ფილმების სერიის „საზიზღარი მე“ რიგით მეორე ფილმი და 2010 წლის ფილმის „საზიზღარი მე“ პირდაპირი გაგრძელება. რეჟისორი — პიერ კოფინი და კრის რენო, რომელიც პირველი ფილმის თანარეჟისორიც იყო. სცენარის ავტორი — სინკო პოლი და კენ დაურიო. სტივ კარელი, ჯეისონ სიგელი, რასელ ბრენდი და ჯულია ენდრიუსი, რომლებიც წინა ფილმშიც მონაწილეობდნენ, კვლავ გაიმეორეს საკუთარი როლები; მათ შეემატნენ ახალი მსახიობები: კრისტენ უიგი, ბენჯამინ ბრეტი და კენ ჯონგი.
ფილმმა მიიღო დადებითი შეფასებები კინოკრიტიკოსებისაგან, აგრეთვე — ოსკარის ორი ნომინაცია. საერთო განილვების საიტ Rotten Tomatoes-ზე მისი საერთო რეიტინგი 75% შეადგენს.
2017 წელს გამოვიდა ფილმის გაგრძელება „საზიზღარი მე 3“.
რეიტინგი
PG