ციცინათელების საფლავი

1989 • 90 წუთი
ეს ერთეული ხელმისაწვდომი არ არის.

ამ ფილმის შესახებ

ციცინათელების საფლავი — 1988 წლის ანიმე ფილმი, დაწერილი და გადაღებული ისაო ტაკაჰატას მიერ Studio Ghibli-სთვის. აკიუკი ნოსაკას ამავე სახელწოდების ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანის ადაპტაცია. ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით ეს დღემდე შექმნილი ერთ-ერთი უძლიერესი ომისსაწინააღმდეგო ფილმია. ანიმაციის ისტორიკოსი ერნესტ რისტერი ამ ფილმს ადარებს სტივენ სპილბერგის „შინდლერის სიას“, მისი სიტყვებით „ეს არის ყველაზე მკაფიოდ ჰუმანური ანიმაციური ფილმი“.
Ghibli-ს სხვა პროდუქციის მსგავსად, ფილმი გამოირჩევა დიზაინისა და მხატვრობის მაღალი ხარისხით. იგი თავდაპირველად კინოთეატრებში გამოვიდა ჰაიაო მიაძაკის კიდევ ერთი ფილმის „ჩემი მეზობელი ტოტორო“ თანხლებით, თუმცა ზოგადად კინოგაქირავებაში ჩავარდა.