ჯუმანჯი: შემდეგი საფეხური

2019 • 119 წუთი
PG-13
შეფასება
ეს ერთეული ხელმისაწვდომი არ არის.

ამ ფილმის შესახებ

ჯუმანჯი: შემდეგი საფეხური — 2019 წლის ამერიკული ფანტასტიკის ჟანრის სათავგადასავლო კომედიური ფილმი, რომლის რეჟისორია ჯეიკ კასდან. ეს არის 2017 წლის ჯუმანჯი: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯუნგლებში-ის გაგრძელება და 1995 წლის ჯუმანჯის მესამე ნაწილი, ასევე ჯუმანჯის ფრენჩაიზის მეოთხე ფილმი. ამ ფილმში, წინა ნაწილების მსგავსად, როლებს ასრულებენ: დუეინ ჯონსონი, ჯეკ ბლეკი, კევინ ჰარტი, კარენ გილანი, ნიკ ჯონასი, ალექს ვოლფი, მორგან ტერნერი, სერ დარიუს ბლეინი და მედისონ ისმანი, ხოლო ახალ პერსონაჟებს განასახიერებენ: ავკვაფინა, რორი მაკკანი, დენი გლოვერი და დენი დევიტო. ფილმის სიუჟეტი ვითარდება კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯუნგლებში ორი წლის შემდეგ, რომელშიც თინეიჯერების იგივე ჯგუფი, ძველ მეგობართან და ორ ახალ პერსონაჟთან ერთად ჯუმანჯიში აღმოჩნდებიან. ახალ ნაწილში გამოჩნდნენ როგორც ძველი, ასევე ახალი ავატარები, რომლებიც მიწის ბოროტმოქმედისგან გადარჩენას ცდილობენ.
ძირითადი გადაღებები 2019 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, 21 იანვრიდან 11 მაისამდე, ატლანტაში, ნიუ მექსიკოში, ალბერტასა და ჰავაიში.
ჯუმანჯი: შემდეგი საფეხური თეატრალურად გამოვიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, 13 დეკემბერს, 2019 წელს, Sony Pictures Motion Picture Group-ისა და Columbia Pictures-ის ეტიკეტის ქვეშ.
რეიტინგი
PG-13