კალმარის თამაში — სამხრეთკორეული ვებ-სერიალი, სათავგადასავლო ბოევიკის, გადარჩენის სიმულაციის, თრილერისა და დრამის ჟანრში. ცხრავე ეპიზოდის რეჟისორი და სცენარის ავტორია ჰვან დონ ჰიოკი. მთავარ როლებში თამაშობენ: ლი ჯონ ჯე, პაკ ჰე სუ, ო იონ სუ, ვი ჰა ჯუნი, ჩონ ჰო იონი, ჰო სონ ტჰე, ანუპამ ტრიმატი და კიმ ჯუ რიონი. სერიალი არის ადამიანთა ჯგუფზე, რომლებიც ფულის საჭიროების გამო მონაწილეობას იღებენ ფარულ ტურნირში გადარჩენაზე, რომელშიც ფინალური საპრიიზო ფონდი 45,6 მილიარდ ვონს შეადგენს.
ჰვან დო ჰიოკმა სერიალის ძირითადი იდეა საკუთარი ახალგაზრდობების ფინანსური პრობლემებიდან და სამხრეთ კორეაში არსებული კლასთაშორისი განსხვავებულობის შედეგად მოიფიქრა. ჰვანს სცენარი კერ კიდე 2008 წელს ჰქონდა დაწერილი, თუმცა პროექტის განსახორციელებლად რეჟისორს ვერ პოულობდა სანამ მისით 2019 წელს კომპანია Netflix არ დაინტერესდა უცხოენოვან სერიალთა წარმოების გაზრდის სტრატეგიის ფარგლებში. სერიალმა ძირითადად დადებითი შეფასებები მიიღო. კრიტიკოსები აქებდნენ სამსახიობო ოსტატობას, იდეის ორიგინალურობას, ვიზუალურ სტილს, მუსიკასა და თემატიკას. კალმარის თამაში მსფოლიოს ოთხმოცდაათ ქვეყანაში ყველაზე ყურებად სერიალად იქცა, მათ შორის ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში.