ამ შოუს შესახებ

ლაზიერის გამბიტი — 2020 წლის ამერიკული ისტორიული დრამატული მინისერიალი, რომელიც ეფუძნება უოლტერ ტევისის 1983 წლის ამავე სახელწოდების რომანს. მისი სათაური მომდინარეობს საჭადრაკო პარტიის საწყის სვლათა კომბინაციიიდან „ლაზიერის გამბიტი“. Netflix-ისათვის სერიალი შექმნეს ალან სკოტმა და სკოტ ფრენკმა. ეს უკანასკნელი სერიალის რეჟისორი და სცენარისტია. მინისერიალი, რომელშიც მოქმედება 1950-იან და 1960-იან წლებში ვითარდება, მოგვითხრობს ობოლი მოჭადრაკე ბეტ ჰარმონის ცხოვრების შესახებ, რომელიც ალკოჰილიზმისა და ნარკოდამოკიდებულების ფონზე საჭადრაკო სამყაროს ერთ-ერთი მოწინავე ფიგურა ხდება.
„ლაზიერის გამბიტი“ გამოვიდა 2020 წლის 23 ოქტომბერს. ოთხ კვირაში „ლაზიერის გამბიტი“ იქცა Netflix-ის ყველაზე ნახვად სერიალად. კრიტიკოსთა აღიარება დაიმსახურა ანია ტეილორ-ჯოის მიერ შესრულებულმა ბეტ ჰარმონის როლმა. სერიალმა მიიღო დადებითი შეფასება საჭადრაკო საზოგადოებაში. მათი აზრით სერიალი ხელს უწყობს ხალხის ინტერესის გაღვივება ჭადრაკის მიმართ.