ვიდეო ზარის მეშვეობით ათხოვეთ თქვენი თვალები უსინათლოს, რომელსაც დახმარება სჭირდება ან მიიღეთ დახმარება თვალხილული მომხმარებლებისგან.
„იყავი ჩემი თვალების“ მთელი არსი პატარა კეთილ საქმეებშია და მიღებაშია. შემოგვიერთდით!
უსინათლო ან მხედველობაშეზღუდულმა მომხმარებელმა შეიძლება, ითხოვოს დახმარება თვალხილული მოხალისისგან, მოხალისე კი ტელეფონზე მიიღებს შეტყობინებას. როგორც კი პირველი მოხალისე მიიღებს დახმარების თხოვნას, მომხმარებლები დაუკავშირდებიან ერთმანეთს აუდიო-ვიდეო ზარის მეშვეობით. მოხალისეს ახლა შეუძლია, დაეხმაროს უსინათლოს ან მხედველობაშეზღუდულს, ამ უკანასკნელის ტელეფონის უკანა კამერიდან მიღებული ვიდეოს საშუალებით.
როგორც მოხალისე, თქვენ ხართ „იყავი ჩემი თვალების“ მოხალისეების ძალიან დიდი ქსელის წევრი, ამიტომ, არ იდარდოთ, თუ ხანდახან ვერ უპასუხებთ უსინათლო პიროვნების ზარს. ჩვენ უბრალოდ გადავისამართებთ ზარს სხვა ხელმისაწვდომ მოხალისესთან.
უსინათლო ან მხედველობაშეზღუდულ პიროვნებას შეიძლება სხვადასხვა სახის დახმარება დასჭირდეს, დაწყებული რძის ვადის გასვლის გარკვევით, დამთავრებული ტანსაცმლის სწორი კომბინაციის შერჩევით.
შენიშვნა: უსინათლო და მხედველობაშეზღუდულ მომხმარებლებს მოთმინებისკენ მოვუწოდებთ, რადგან თქვენ ნამდვილი ადამიანები უნდა დაგეხმაროთ. ზარების უმეტესობას პასუხობენ 60 წამში.
- ცოცხალი აუდიო-ვიდეო კავშირი უსინათლო ან მხედველობაშეზღუდულ და თვალხილულ მომხმარებლებს შორის
- პარამეტრებში დაამატეთ ენები, რომლებზეც საუბრობთ
- უსინათლო ან მხედველობაშეზღუდული ადამიანების დახმარების მარტივი გზა