გრაფიკული კალკულატორი Mathlab

შეიცავს რეკლამას
4,6
89,8 ათ. მიმოხილვა
5 მლნ.+
ჩამოტვირთვები
შემცველობის რეიტინგი
ყველა
ეკრანის ანაბეჭდის სურათი
ეკრანის ანაბეჭდის სურათი
ეკრანის ანაბეჭდის სურათი
ეკრანის ანაბეჭდის სურათი
ეკრანის ანაბეჭდის სურათი
ეკრანის ანაბეჭდის სურათი
ეკრანის ანაბეჭდის სურათი
ეკრანის ანაბეჭდის სურათი
ეკრანის ანაბეჭდის სურათი
ეკრანის ანაბეჭდის სურათი
ეკრანის ანაბეჭდის სურათი
ეკრანის ანაბეჭდის სურათი
ეკრანის ანაბეჭდის სურათი
ეკრანის ანაბეჭდის სურათი
ეკრანის ანაბეჭდის სურათი
ეკრანის ანაბეჭდის სურათი
ეკრანის ანაბეჭდის სურათი
ეკრანის ანაბეჭდის სურათი
ეკრანის ანაბეჭდის სურათი
ეკრანის ანაბეჭდის სურათი
ეკრანის ანაბეჭდის სურათი
ეკრანის ანაბეჭდის სურათი
ეკრანის ანაბეჭდის სურათი
ეკრანის ანაბეჭდის სურათი

ამ აპის შესახებ

თუ თქვენ ეძებთ გრაფიკული კალკულატორის აპლიკაციას, რომელიც იმუშავებს გამართულად და შეუფერხებლად, თქვენ ის იპოვეთ! გრაფ კალკულატორი Mathlab-ისგან არის სამეცნიერო გრაფიკული კალკულატორი, რომელშიც ინტეგრირებულია ალგებრა და არის შეუცვლელი მათემატიკური ხელსაწყო არამარტო დაწყებითი სკოლის მოსწავლეთათვის არამედ სტუდენტებისთვის და ხალხისთვის ვინც უკვე დაამთავრა უნივერსიტეტი ან თუნდაც მათთვის ვისაც სჭირდება ჩვეულებრივ კალკულატორზე მეტი ფუნქციონალი. აპლიკაცია დაპროექტებულია ისე, რომ მართივად ჩაანაცვლოს მძიმე და ხარჯიანი აპლიკაციები და გაეშვას თითქმის ყველა ანდროიდ მობილურსა თუ ტაბლეტზე.

გარდა ამისა, გრაფ კალკულატორი Mathlab-ისგან გამოთვლებთან ერთად ამოხსნის თითოეულ ნაბიჯს აჩვენებს ანდროიდ მოწყობილობის მაღალი გარჩევადობის ეკრანზე, რათა გამოთვლები მუდმივად ჩანდეს და მომხმარებლისთვის მარტივი გასაგები იყოს ის თუ რა პროცესი განახორციელა კალკულატორმა პასუხის მისაღებად. მოცემულ აპლიკაციას აქვს ორი განსაკუთრებით ძლიერი მხარე. პირველი, ის იქცევა როგორც ბრწყინვალე სამეცნიერო კალკულატორი, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ აპლიკაცია გვაჩვენებს გამოთვლების შუალედურ ნაბიჯებს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გამოსახულებას ბეჭდავთ. მოსწავლეებს და სტუდენტებს ეძლევათ სწავლის საშუალება რადგან შეუძლიათ დააკვირდნენ თუ როგორ ხდება გამოთვლები და მიიღება საბოლოო პასუხი. მეორე მნიშვნელოვანი სიძლიერე აპლიკაციისა, გახლავთ შთამბეჭდავი გრაფიკული შესაძლებლობები! კალკულატორი არამარტო ლამაზად გამოხატავს გრაფებს, არამედ ავტომატიურად აგენერირებს x- and y- მნიშვნელობებს და გამოსახავს მათ.

უფასო ვერსია საჭიროებს ინტერნეტ კავშირს და შეიცავს რეკლამებს! შეიძინეთ სრული ვერსია!

ვიდეო: https://youtu.be/6BR8Lv1U9kA
დამხმარე საიტი ინსტრუქციებითა და მაგალითებით: https://help.mathlab.app
http://translate.google.com/translate?hl=en&sl=en&tl=ka&u=https://help.mathlab.app

სამეცნიერო კალკულატორი
* არითმეტიკული მოქმედებები +, -, *, /, ÷
* კვადრატული ფესვი, კუბი და უფრო მაღალი ხარისხის ფესვი (გეჭიროთ ‘√’ ღილაკზე)
* ექსპონენტა, ლოგარითმი (ln, log)
* ტრიგონომეტრიული ფუნქციები sin π/2, cos 30°, ...
* ჰიპერბოლური ფუნქციები sinh, cosh, tanh, ... (გეჭიროთ "e" ღილაკზე შესაცვლელად)
* შებრუნებული ფუნქციები (გეჭიროთ ფუნქციის ღილაკზე)
* კომპლექსური რიცხვები, ყველა ფუნქციას აქვს კომპლექსური რიცხვების მხარდაჭერა
* წარმოებული sin x' = cos x, ... (გეჭიროთ x^n ღილაკზე)
* სამეცნიერო ჩაწერის სისტემა (ჩართეთ მენიუდან)
* პროცენტის მდგომარეობა
* ისტორიის შენახვა/ჩატვირთვა

გრაფიკული კალკულატორი
* რამოდენიმე ფუნქციის გრაფიკული გამოსახვა
* მაქსიმუმ კვადრატული მრავალცვლადიანი ფუნქცია (ელიფსი 2x^2+3y^2=1, და ასე შემდეგ)
* პოლარულ კოორდინატებიანი გრაფები (r=cos2θ)
* პარამეტრიანი ფუნქციები, შეიყვანეთ თითოეული მათგანი ახალ ხაზზე (x=cos t, y=sin t)
* ფუნქციის ფესვები და კრიტიკული წერტილები გრაფზე. მონიშნეთ პატარა კვადრატი მარცხნივ რათა აჩვენოთ მათი კოორდინატები გრაფზე. დააწექით გრაფის ღილაკს ზედა მენიუში რათა გამოსახოს კოორდინატები სიის სახით.
* გრაფების თანაკვეთა (x^2=x+1)
* ფუნქციის დახრილობის გამოთვლა
* დათვალიერებადი გრაფები
* ორი თითით გადიდება
* სრულ ეკრანზე ჩვენება მობილურის ჰორიზონტალურ მდოგმარეობაში
* ფუნქციების ცხრილი
* გრაფების შენახვა სურათებად
* ცხრილის შენახვა როგორც csv

წილადების კალკულატორი
* წესიერი და არაწესიერი წილადები 1/2 + 1/3 = 5/6
* შერეული რიცხვები გამოიყენეთ სფეისი რიცხვების შესაყვანად 3 1/2

ალგებრის კალკულატორი
* წრფივი განტოლება x+1=2 -> x=1
* კვადრატული განტოლება x^2-1=0 -> x=-1,1
* მრავალწევრის მიახლოებითი ფესვი
* წრფივ განტოლებათა სისტემა, შეიყვანეთ ყოველი განტოლება ახალ ხაზზე, x1+x2=1, x1-x2=2
* მრავალწევრთა გრძელი გაყოფა
* მრავალწევრთა დაშლა, ფაქტორინგი

მატრიცის კალკულატორი
* ოპერაციები მატრიცებსა და ვექტორებზე
* ვექტორთა სკალარული ნამრავლი (გეჭიროთ *), ვექტორული ნამრავლის
* დეტერმინანტი, ინვერსი, ნორმალი, ტრანსპონირება, კვალი

ბიბლიოთეკა
* მომხმარებლის მიერ განსაზღვრული კონსტანტები და ფუნქციები (სრული ვერსია - PRO)
* გამოსახულების შენახვა და ჩატვირთვა
განახლდა:
15 ივლ. 2023

მონაცემთა უსაფრთხოება

უსაფრთხოება იწყება დეველოპერების მიერ თქვენი მონაცემების შეგროვებისა და გაზიარების წესების გაცნობით. მონაცემთა კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პრაქტიკები შეიძლება განსხვავდებოდეს თქვენი აპის ვერსიის, გამოყენების, რეგიონის და ასაკის მიხედვით. ეს ინფორმაცია მოწოდებულია დეველოპერის მიერ და შეიძლება დროთა განმავლობაში განახლდეს.
ეს აპი შეიძლება მონაცემთა ამ ტიპებს აზიარებდეს მესამე მხარეებთან
მოწყობილობა ან სხვა იდენტიფიკატორები
ეს აპი შეიძლება მონაცემთა ამ ტიპებს აგროვებდეს
აპებში აქტივობა, აპების ინფორმაცია და ეფექტურობა და მოწყობილობა ან სხვა იდენტიფიკატორები
მონაცემები დაშიფრულია ტრანზიტის პროცესში
მონაცემები ვერ წაიშლება

შეფასებები და მიმოხილვები

4,6
82,8 ათ. მიმოხილვა
Cotne Jiqia
9 მაისი, 2023
Am aps venacvale
მიიჩნევთ, რომ ეს სასარგებლოა?
პაპუნა ნემსიწვერიძე
3 აგვისტო, 2022
👏
მიიჩნევთ, რომ ეს სასარგებლოა?
Google მომხმარებელი
22 თებერვალი, 2020
კვადრატული და წილადური რამ ჰქონოდა კარგი იწნებოდა
ამ მიმოხილვას სასარგებლოდ 5 ადამიანი მიიჩნევს
მიიჩნევთ, რომ ეს სასარგებლოა?

რა არის ახალი

Material3 theme