Microsoft To Do: Lists & Tasks

4,7
365 ათ. მიმოხილვა
10 მლნ.+
ჩამოტვირთვები
შემცველობის რეიტინგი
PEGI 3
ეკრანის ანაბეჭდის სურათი
ეკრანის ანაბეჭდის სურათი
ეკრანის ანაბეჭდის სურათი
ეკრანის ანაბეჭდის სურათი
ეკრანის ანაბეჭდის სურათი
ეკრანის ანაბეჭდის სურათი
ეკრანის ანაბეჭდის სურათი
ეკრანის ანაბეჭდის სურათი
ეკრანის ანაბეჭდის სურათი
ეკრანის ანაბეჭდის სურათი
ეკრანის ანაბეჭდის სურათი
ეკრანის ანაბეჭდის სურათი
ეკრანის ანაბეჭდის სურათი
ეკრანის ანაბეჭდის სურათი
ეკრანის ანაბეჭდის სურათი
ეკრანის ანაბეჭდის სურათი

ამ აპის შესახებ

Microsoft To Do არის მარტივი და ჭკვიანური todo სია, რომელიც აადვილებს დღის დაგეგმვას. იქნება ეს სამსახურის, სკოლის თუ სახლის საქმეები, To Do დაგეხმარებათ გაზარდოთ პროდუქტიულობა და შეამციროთ სტრესის დონე. ის აერთიანებს გონივრულ ტექნოლოგიასა და მშვენიერ დიზაინს, რომ შეგმატოთ ძალა, მოხერხებულად გაანაწილოთ ყოველდღიური საქმეები.

დაგეგმეთ და მოაწესრიგეთ თქვენი დღე

მოაწესრიგეთ თქვენი დღე To Do-ს ჭკვიანი შეთავაზებებით და შეასრულეთ ყველაზე მნიშვნელოვანი დავალებები, სარბენი ან რუტინული საქმეები, რომელიც ყოველდღე გასაკეთებელი გაქვთ. To Do სინქრონდება ტელეფონსა და კომპიუტერს შორის, ასე რომ, თქვენი todo-ს წვდომა შეგიძლიათ სკოლიდან, ოფისიდან ან სურსათის მაღაზიიდან, ან მოგზაურობისას საზღვარგარეთიდანაც კი.

გაუზიარეთ თქვენი სია ოჯახის წევრებსა და კოლეგებს

სიის გაზიარება საშუალებას გაძლევთ, იმუშაოთ საერთო სიასა და დავალებებზე და შეუფერხებლად მიაღწიოთ მიზანს. სამუშაო საკითხების სიას აზიარებთ თქვენს გუნდთან თუ სურსათის საყიდლების სიას პარტნიორთან, ჩვენი გაზიარების ბმულით ჩვენ ვამარტივებთ კოორდინაციასა და თანამშრომლობას პატარა გუნდში და ერთი ერთზე. საქმეების ერთად კეთება ასეთი ადვილი არასდროს ყოფილა!

დაანაწევრეთ თქვენი დავალება უფრო პატარა, სამოქმედო ნაწილებად

საფეხურები (ქვედავალებები) საშუალებას იძლევა ნებისმიერი to-do დავალება დანაწევრდეს უფრო პატარა, უფრო კონკრეტულ ნაწილებად. მომხმარებელი რომ უფრო პროდუქტიული გავხადოთ, თითოეული to-do დავალებისთვის გამოჩნდება, რამდენი საფეხურისგან (ქვედავალება) შედგება და რამდენია აქედან უკვე შესრულებული. საფეხურები (ქვედავალებები) შეინარჩუნებენ შესრულების სტატუსს მაშინაც კი, როცა დავალება, რომლის ნაწილსაც ისინი წარმოადგენენ, შესრულებულად ან შეუსრულებლად იქნება მონიშნული.

შესრულების თარიღებისა და შეხსენებების დაყენება

უცებ შეგიძლიათ დაამატოთ, გადაალაგოთ და გაანაწილოთ თქვენი დავალებები მსვლელობისას. მნიშვნელოვანი დავალებებისთვის, რომლებიც ნამდვილად არ უნდა დაგავიწყდეთ, შეგიძლიათ დააყენოთ შესრულების თარიღი და შეხსენებები – ჩვენ დავიმახსოვრებთ მათ. ხოლო თუ გაქვთ დავალებები, რომლებიც ყოველ დღე, ყოველ კვირა ან ყოველ წელს უნდა შეასრულოთ, შეგიძლიათ დააყენოთ განმეორებითი შესრულების თარიღი, რომელსაც ყოველთვის და ყოველ ჯერზე შეგახსენებთ.

შენიშვნების დამატება დავალებებზე

შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ To Do, როგორც შენიშვნების ჩასანიშნი აპი, თითოეული todo-სთვის დეტალური შენიშვნის დამატებით—იქნება ეს მისამართი, თუ იმ წიგნის მონაცემები, რომლის წაკითხვაც გსურთ, თუ საყვარელი კაფის ვებსაიტი. დავალებები და შენიშვნები შეგიძლიათ შეაგროვოთ ერთ ადგილას, მეტის მისაღწევად.

სიების ფერებით კოდირება

ცხოვრების რომელ სფეროში გსურთ, იყოთ უფრო პროდუქტიული? თითოეულისთვის თავისი ფერის-კოდის სია შეგიძლიათ გქონდეთ. ახლა სწრაფად შეგიძლიათ დაამატოთ საშინაო დავალება ერთ სიას, საყიდლები მეორეს, ჩასალაგებელი ნივთები, სამსახურის პროექტები და სახლში საფუსფუსო საქმეები კიდევ სხვა სიებში. და თუ პროდუქტიულობის ამაღლების რომელიმე სისტემას იყენებთ, მაგალითად, დევიდ ალენის საქმეების მოგვარების მეთოდს GTD (David Allen, Getting Things Done Methodology), შეგიძლიათ „ოდესმე“ სია ან „თვალი ადევნე“ სიაც შექმნათ.

Outlook ინტეგრაცია

რადგან ინტეგრირებულია Outlook Mail, შეგიძლიათ დავალებები ნახოთ Outlook Desktop კლიენტში ან Outlook.com საიტზე, იმავე Microsoft-ის ანგარიშის გამოყენებით. ყველა to-do დავალება ინახება Exchange Online სერვერებზე, ასე რომ, ისინი ავტომატურად გამოჩნდება, როგორც Microsoft To Do-ში, ასევე, Outlook Tasks-ში.

ყოველ დილას დაგეგმეთ, რაზე გსურთ ყურადღების გამახვილება და მიეცით საკუთარ თავს პროდუქტიულობის ამაღლების მძლავრი სტიმული მთელი დღისთვის. ამ მარტივი todo სიის აპის ჩამოტვირთვა და გამოყენება უფასოა. მასში არის სურვილისამებრ ასარჩევი თემები, შენიშვნები, შეხსენებები, შესრულების თარიღები, აზრიანი შეთავაზებები და სინქრონირება რამდენიმე მოწყობილობაზე. მოკლედ, ყველაფერი, რაც გჭირდებათ, რომ მართოთ თქვენი ცხოვრება და მიაღწიოთ მეტს. სარბენი და რუტინული საქმეების შესრულება არასდროს ყოფილა ასეთი ადვილი. ეს არის დავალებების სამართავი ხელსაწყო, რომელიც საჭიროა დღის არსენალში შეიტანოთ.

Microsoft To Do დაინსტალირებით, თქვენ ეთანხმებით გამოყენების ამ პირობებს: https://go.microsoft.com/fwlink/?linkid=842577
განახლდა:
28 აპრ. 2024

მონაცემთა უსაფრთხოება

უსაფრთხოება იწყება დეველოპერების მიერ თქვენი მონაცემების შეგროვებისა და გაზიარების წესების გაცნობით. მონაცემთა კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პრაქტიკები შეიძლება განსხვავდებოდეს თქვენი აპის ვერსიის, გამოყენების, რეგიონის და ასაკის მიხედვით. ეს ინფორმაცია მოწოდებულია დეველოპერის მიერ და შეიძლება დროთა განმავლობაში განახლდეს.
მონაცემები არ ზიარდება მესამე მხარეებთან
შეიტყვეთ მეტი დეველოპერების მიერ პუბლიკაციების გამოქვეყნების შესახებ
ეს აპი შეიძლება მონაცემთა ამ ტიპებს აგროვებდეს
მდებარეობა, პერსონალური ინფორმაცია და 5 სხვა
მონაცემები დაშიფრულია ტრანზიტის პროცესში
თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ მონაცემების წაშლა

შეფასებები და მიმოხილვები

4,7
351 ათ. მიმოხილვა
beqa khachidze
31 დეკემბერი, 2021
👌
ამ მიმოხილვას სასარგებლოდ 5 ადამიანი მიიჩნევს
მიიჩნევთ, რომ ეს სასარგებლოა?
ლევან მაჭავარიანი
7 დეკემბერი, 2021
თუ microsoft ის მომხმარებელი ხართ ამაზე კარგს ვერ ნახავ. ასევე იდეალურია გაზიარების და საერთო დავალებებისათვისაც
ამ მიმოხილვას სასარგებლოდ 4 ადამიანი მიიჩნევს
მიიჩნევთ, რომ ეს სასარგებლოა?
მარიამ რაზმაძე
19 ოქტომბერი, 2021
ძაან კაიააა
ამ მიმოხილვას სასარგებლოდ 7 ადამიანი მიიჩნევს
მიიჩნევთ, რომ ეს სასარგებლოა?

რა არის ახალი

ჩვენ მოვაგვარეთ რამდენიმე შეცდომა აპის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.