იხილეთ ციფრულ სამყაროში თქვენი ჩვევების სრული სურათი და სურვილისამებრ გაწყვიტეთ კავშირი.
მიიღეთ ციფრულ სამყაროში თქვენი ჩვევების ყოველდღიური მიმოხილვა:
• სხვადასხვა აპის გამოყენების სიხშირე
• მიღებული შეტყობინებების რაოდენობა
• ტელეფონის შემოწმებისა თუ მოწყობილობის განბლოკვის სიხშირე
გაწყვიტეთ კავშირი, როცა მოისურვებთ:
• აპების ყოველდღიური ტაიმერები საშუალებას გაძლევთ, შეზღუდოთ აპებით სარგებლობა.
• ძილის დროის რეჟიმი შეგახსენებთ, გამორთოთ მოწყობილობა ღამით, დააყენოთ განრიგი ეკრანის ნაცრისფერ ტონებში გადასაყვანად, რეჟიმი „არ შემაწუხოთ“ კი დაადუმებს შეტყობინებებს ხარისხიანი ძილის უზრუნველსაყოფად.
• კონცენტრაციის რეჟიმი საშუალებას გაძლევთ, ერთი შეხებით დააპაუზოთ ყურადღების გამფანტველი აპები, რომ უკეთ მართოთ თქვენი დრო. ასევე, შეგიძლიათ დააყენოთ განრიგი, რომ ავტომატურად ჩაირთოს კონცენტრაციის რეჟიმი და შეამციროთ ყურადღების გაფანტვა, სანამ სამსახურში, სკოლაში ან სახლში იმყოფებით.
გამოყენების დაწყება:
• მოძებნეთ ციფრული კომფორტი თქვენი ტელეფონის პარამეტრების მენიუში
შეკითხვა გაქვთ? ეწვიეთ დახმარების ცენტრს: https://support.google.com/android/answer/9346420